სასკოლო პროექტი "რატომ გვიყვარს იაკობი"

პროექტის გეგმა

პროექტის მიმოხილვა
პროექტის სათაური
რატომ გვიყვარს იაკობი?
პროექტის მოკლე შინაარსი
მოცემულ პროექტში მოსწავლეები შეიხსენებენ იაკობ გოგებაშვილის  ბიოგრაფიას.მოიპოვებენ მასზე მათთვის უცნობ ინფორმაციას.გაეცნობიან დედაენის შექმნის საფუძვლებს,მიზანს.დედაენის წინამორბედთ/იოანე ზოსიმე/სახელდება ,,დედაენასთან დაკავშირებულ საკითხებს.  ამ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები  წაიკითხავენ  მის სხვადასხვა თემაზე შექმნილ მოთხრობებს და გაითამაშბენ როლებად.შექმნიან წიგნის მაკეტს საყვარელი მოთხრობებისთვის.შეეჯიბრებიან  ერთმანეთს ლამაზად და სწორად წერაში. შექმნიან ელექტრო-ნულ წიგნს. იმუშავებენ აფიშის დიზაინზე დაშემაჯამებელი ღონისძიებით წარსდგებიან სკოლის აუდიტორიის წინაშე.
საგანი
მშობლიური ენა
კლასი/ დონე
1-4
აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები
დასკვნის გაკეთება, ანალიზი
განხორციელების დროის ჩარჩო
5 დღე,  ყოველდღიურად
პროექტის  საფუძველები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
III.2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა,გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
·         მონაწილეობს ინსცენირებაში,არჩევს როლის შესაბამის ინტონაციასა და სხვა გამომსახველობით ხერ-
ხებს. 
·         მარტივი გამოთქმებით აფასებს ნაწარმოებს,პერსონაჟებს,მათ საქციელს.
III.9  გრაფიკული რადაქტორის გამოყენებით,სურათებისა და სიტყვების კოლაჟით გადმოსცემს მთლიანი ტექსტის ან მისი საკვანძო ეპიზპოდის შინაარსს.
II.4აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას.
IV.მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამ,ოყენება
წინადადებების აგებისას და პუნქტუაციის ძირითადი წესების დაცვა.




მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ:
  • გამოიყენონ წაკითხულის გაგების სტრატეგიები  სხვადასხვა მოთხრობების წაკითხვისას .
  • შეადარონ და დააპირისპირონ    სხვადასხვა მოთხრობების პერსონაჟები ერთმანეთს.
  • წაკითხული შინაარსის უკეთ გაგების მიზნით გონებაში,წარმოსახვაში გააცოცხლონ ისინი.
  •   გაავლონ პარალელი მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად გამოცდილებას შორის.
  • მარტივი გამოთქმებით შეაფასონ ნაწარმოები,პერსონაჟები, მათი საქციელი და ახსნან საკუთარი მოსაზრება.
  • ჯგუფის წევრებთან დადგას ნაწარმოებში  ასახული სცენები.
  • საყვარელი ნაწარმოების/ზღაპრისთვის ქმნის წიგნის მაკეტს.
  • გამოიყენონ ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხები.
  • გრაფიკული რედაქტორის/painter/ გამოყენებით,სურათებისა და სიტყვების კოლაჟით გადმოსცენ
მთლიანი ტექსტის ან მისი საკვანძო ეპიზოდის შინაარსი.

 


სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი შეკითხვები


ზოგადი შეკითხვები



თემატური შეკითხვები
·         რატომ მოსწონს ყველა თაობას იაკობის მოთხრობები?


შინაარსობრივი შეკითხვები
·         რა არის შეგონება?
·         რა არის იაკობის  მოთხრობების მთავარი აზრი?
·         რით ჰგავს იაკობის  სხვადასხვა მოთხრობები   ერთმანეთს?

 შეფასების გეგმა

შეფასების რეზიუმე

მთელი პროექტის განმავლობაში დავაკვირდები თითოეულ მოსწავლეს.დავუსვამ შეკითხვებს,მივცემ მათ ანალიზის საშუალებას.გავაკეთებ მოკლე ჩანაწერებს,რათა თვალი მივადევნო თითოეული მოსწავლის
საჭიროებებს.




შეფასების დროის ჩარჩო



პროექტზე მუშაობის  დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის  დასრულების შემდეგ







·    წინარე ცოდნის გააქტიურება
·    მიზნის ,ამოცანების გაცნობა.
·    აქტივობების განაწილება.
·    ,,ვიცი-გავიგე-მინდა ვიცოდე“
·   შეკითხვების დასმა
·   მოკლე ჩანაწერები
უკუკავშირის ფორმა
·     შეკითხვების დასმა
·    შემაჯამებელი ღონისძიება
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
·      ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევა.
·      ინტერნეტ ძიება.
·      გრაფიკულ რედაქტორში/painter/მუშაობის უნარ-ჩვევა.

სასწავლო პროცედურები
ინსტრუქციის მიცემა-დავსვამ კითხვას იმის შესახებ ,თუ რატომ გვახსენდება იაკობი დედაენასთან ერთად?
რატომ გვიყვარს ის? მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის სათაურს,მიზანს ,ამოცანებს.ერთობლივად შევიმუშა-
ვებთ აქტივობებს და გავანაწილებთ დღეებზე. შევავსებინებ სქემას :ვიცი,გავიგე,მინდა ვიცოდე.

    პირველი დღე-   ინფორმაციისა და სურათების მოძიება იაკობზე.ცნობილი ადამიანების გამონათქვამები იაკობზე.სახელდება ,,დედაენასთან“ დაკავშირებული საკითხებით დაინტერესება. გრაფიკული რედაქტორის /painter/გამოყენებით,სურათებითა და სიტყვებით კოლაჟის შექმნა.    ელექტრონულ წიგნზე მუშაობა

   მეორე დღე-   დედაენაში შეტანილი იაკობის მოთხრობების კითხვა,გაანალიზება.უკეთ გაგების მიზნით გო-
ნებაში , წარმოსახვაში გაცოცხლება.როლური გათამაშება. მოსწავლეები გაითამაშებენ :,,თხა და გიგო“ , ,,უსუნო
ყვავილი“, ,,მუქთამჭამელა“, ,,ქინაქინა“, იავნანამ რა ჰქმნა?  

   მესამე დღე- აქტივობა-ჩვენ ვწერთ სწორად და ლამაზად.მოსწავლეებს დაურიგდებათ ტესტური დავალებები,
რომლებზეც იმუშავებენ ინდივიდუალურად.შემდეგ შემოწმდება მათი ნამუშევრები.დაჯილდოვდებიან ,როგორც კარგი შედეგის მქონე,ასევე ნორჩი კალიგრაფები. მათ საჩუქრად გადაეცემათ სიმბოლური ჯილდო
,,ოქროს გასაღები“. 

    მეოთხე დღე- წიგნის მაკეტი. ჯგუფები საყვარელი მოთხრობებისათვის ქმნიან წიგნის მაკეტს,რომელსაც წარადგენენ აუდიტორიის წინაშე. მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს.ისინი მუშაობენ აფიშის დიზაინზე,რომელსაც ამზადებენ შემაჯამებელი ლიტერატურულ-შემოქმედებითი ღონისძიებისათვის.

      მეხუთე დღე-პროექტის შეჯამება.მოსწავლეები პროექტის განმავლობაში შეძენილ ცოდნას,შექმნილ რესურსებს გაიტანენ სკოლის საზოგადოების წინაშე ლიტერატურულ-შემოქმედებით საღამოზე სახელწოდებით ,,ჩვენ გვიყვარს იაკობი“.


       პროექტის ანგარიში


No comments:

Post a Comment