ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმები










რესურსი გაკვეთილისთვის "შავ ზღვაში დელფინების ხმა ისმის"


















                                           გაკვეთილის გეგმა

საგანი: ქართული ენა ,ხელოვნება.
მასწვლებელი: ირინე ყალიჩავა
თარიღი: 24.11.2017
სწავლების საფეხური/კლასი:  2 კლასი
მოსწავლეთა პროფილი: კლასში 13 მოსწავლეა. ნაწილი მოსწავლეებისა ძალიან სწრაფად მოაზროვნე და გონიერია .ასევე არიან უფრო ნელი აზროვნების  და ნაკლებად აქტიური მოსწავლეები.
გაკვეთილის თემა :  აფიშა
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს
1.      ,,აფიშის „ სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა და მასზე დაკვირვებით ინფორმაციის მოძიება.
2. მოდელის მიხედვით ტექსტის შედგენა და გაფორმება.

ქართ. II. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის პრაგმატული ტექსტების (მაგ., გაკვეთილების ცხრილის, დღის/კვირის განრიგის,  კულინარიული  რეცეპტის, ტელეპროგრამის) სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა და მათზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებზე დაკვირვებით ამოიცნობს და ასახელებს, რა ტიპის ინფორმაციაა მოცემული კონკრეტულ სახის ტექსტში (მაგ., ტელეპროგრამაში - გადაცემის ტიპი, დღე, საათი; კულინარიულ რეცეპტში – მასალის ჩამონათვალი, რაოდენობა, მომზადების წესი და სხვ.);
·         ასახელებს ან მიუთითებს, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს კონკრეტული ინფორმაცია (მაგ., გაკვეთილების ცხრილში სად არის განთავსებული საგნების ჩამონათვალი, სად – კვირის დღეები);
·         ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეს და რომელ საათზეა ესა თუ ის მულტფილმი, კვირაში რამდენჯერ არის ჭადრაკის წრე და სხვ.).
ქართ. II. 10. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მარტივი ინფორმაციული ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის,  სხვადასხვა ტიპის სიებისა  და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.
 
·         შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  აკვირდება მოდელს და ამოიცნობს, რა ტიპის ინფორმაციას შეიცავს ტექსტი (მაგალითად, მოსაწვევ ბარათში - ვის იწვევენ, რასთან დაკავშირებით, სად, როდის...);
·         ასახელებს მოდელის კომპოზიციურ თავისებურებებს (როგორ არის ინფორმაცია ორგანიზებული);
·         თავს უყრის და ჩამოწერს კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის შეტანაც უნდა   ტექსტში;
·         ადგენს ტექსტს მოდელის მიხედვით;
·         შედგენილ ტექსტს ადარებს მოდელს და,  საჭიროებისამებრ, შეაქვს შესწორებები.

აქტივობის მიზანი
აქტივობები
მოსწავლეთა ორგანიზება
დრო
ააქტიურებს მოსწავლის წინარე ცოდნას

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება .
მასწავლებელი ამორჩევის მეთოდით იძახებს მოსწავლეებს და უსვამს კითხვებს წინა გაკვეთილის ნახატებით    გადმოცემულ ამბავთან დაკავშირებით.
კლასი
5






მოსწავლე დააკვირდეს და გაარჩიოს სხვადასხვა სახის ტექსტის ფორმალური მხარე.შეძლოს ტექსტში ორიენტირება ინფორმაციის მოპოვების მიზნით.


















დააკვირდეს და მიხვდეს, თუ რა მახასიათებელი აკლია.




ვიზუალური წიგნიერებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.

აქტივობა 2 .
1.მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს და უხსნის ,თუ რის მიხედვით შეფასდებიან ისინი ამ გაკვეთილზე.

2.,,გამოიცანი ,რაზეა!“
მასწავლებელი კლასში არიგებს ფურცელზე დაბეჭდილ რამდენიმე სახის ტექსტს. ეს ტექსტებია: გაკვეთილების ცხრილი, ამინდის პროგნოზი ,აფიშები. მოსწავლეებს აძლევს საკმარის დროს იმისათვის, რომ მათ მოასწრონ ტექსტისთვის თვალის გადავლება და რამდენიმე ძირითადი დეტალის აღქმა.რის შემდეგაც უსვამს მათ კითხვებს,თუ რა სახის ინფორმაციას გვაწვდიან ისინი.
 ამის შემდეგ მოსწავლეები თითოეული ფურცელისთვის ეძებენ შესაბამის ჯგუფს და აკრავენ  დაფაზე.
  მასწავლებელი გამოყოფს აფიშის ჯგუფს,რომელზეც მახვილდება მთელი ყურადღება.კითხულობენ და აკვირდებიან მის მახასიათებლებს. აკონკრეტებენ,თუ რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს მასზე ასახული.
       ვაფასებ-შეუძლია თუ არა მოსწავლეს ინფორმაციის ტიპის ამოცნობა ტექსტის ფორმალურ ნიშნებზე დაკვირვებით. მასწავლებლის ინსტრუქციის გაგება და დაკვირვება.
3. ჯგუფური მუშაობა -იქმნება 3 ჯგუფი
დავალება 1. მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს ქსელის აპარატით კომპიუტერში  უგზავნის  განსხვავებულ ,,აფიშის“ მოდელს.მოსწავლეები უნდა დააკვირდნენ მის შემადგენელ სტრუქტურას,აღმოაჩინონ შეცდომები და წარადგინონ ჯგუფებიდან ინდივიდუალურად.
დავალება 2. მასწავლებელი დაავალებს ჯგუფებს შექმნან მათი საყვარელი მულტფილმის ან ზღაპრის აფიშა.მისცემს ინსტრუქციას ,რომ აფისაზე დიდი ასოებით /ფერადად უნდა ეწეროს მულტფილმის სათაური,წარმოდგენილი უნდა იყოს რაიმე ნახატი,მითითებული უნდა იყოს მულტფილმის დაწყების დრო და ადგილი.ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ მოსწავლეები ქმნიან აფიშას .
დასრულების შემდეგ მოსწავლეები  წარადგენენ ნამუშევრებს .შექმნილს ადარებენ მოდელს,საუბრობენ მახასიათებლებზე,საჭიროების შმთხვევაში შეაქვთ შესწორებები.ნამუშევრები გამოიფინება  კლასის ერთ-ერთ კუთხეში.











ინდ.



2


10






















5






18
შეფასება,თვითშეფასება.

 მასწავლებელი შესაბამისი რუბრიკების მიხედვით აფასებს მოსწავლეების მუშაობას და აძლევს  მათ განმავითარებელ კომენტარებს.
 ასევე მოსწავლეებს აკეთებინებს თვითშფასებას. მოსწავლეები თვითონ  იღებენ შესაბამის ღიმილებს და ათავსებენ მათთვის განკუთვნილ სპეციალურ კონვერტებში.

5




                                                                            გაკვეთილის გეგმა ქართულში
გაკვეთილის თემა
ლ.ტოლსტოის ,,ჭორის მსხვერპლნი ‘’
საგანი
ქართული
მასწავლებელი
ირინე ყალიჩავა
თარიღი
30.03.18
სწავლების საფეხური/
კლასი
დაწყებითი საფეხური   / IIკლასი /    სსმ არ მყავს
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 13 მოსწავლე.
მიზანი
მოსწავლეებმა  მოისმინონ,  გაიგონ და გაიაზრონ მასწავლებლის მიერ წაკითხული ტექსტი . ელექტრონულ მასალაში იპოვონ  მითითებული ადგილები.  ილუსტრაციები დაუკავშირონ  ტექსტის შესაბამის ადგილებს  და წაკითხონ.

ესგ მისაღწევი შედეგები
მიმართულება : ზეპირმეტყველება
ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
·                     ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·                     გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);•
·                     გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.);
მიმართულება : კითხვა
   ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს .ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
·         თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
·          პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.

   ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
     პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს.
                                                                                                                                                             

აქტუალობა
გაკვეთილი  მნიშვნელოვანია  იმ  მხრივ, რომ  მოსწავლეები  ძველ და ახალ ცოდნას შორის ხიდებს აგებენ და ახალ გააზრებამდე მიდიან.ენობრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა სასიამოვნო პროცესია.მოზარდებს უჩნდებათ ტექსტის კითხვის მოტივაცია,უფართოვდებათ ლექსიკური მარაგი.
წინარე ცოდნა
შეუძლიათ  წერილობითი  კოდის გაშიფვრა . ფლობენ ვარაუდის ტექნიკას.იციან იგავის  არსი.ნასწავლი აქვთ იგავები.










 აქტივობები
მეთოდი
მოსწავლის
ორგანიზება
დრო
რესურსი
შედეგი
                         I ფაზა





აქტივობა1.  მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა. მასწავლებელი მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე აცნობს გაკვეთილის მიზნებს, შეფსებისა და თვითშეფასების რუბრიკებს ,რომელიც დაფაზე აქვს გაკრული . მოსწავლეებს უჩვენებს წარმოსახვით საჰაერო ბუშტის მოდელს,რომლის ჯიბაკშიც  თვითშეფასების შემდეგ მოუწევთ თავიანთი გამოსახულების სტიკერის ჩადება  აქტიურობის დონის შეასაბამისად.

დემონსტრირება, ახსნა, მოსმენა
მთელ კლასთან
2 წთ
ფლიპჩარტზე ჩამოწერილი გაკვეთილის მიზნები,შეფასების რუბრიკები.

 პლაკატზე გამოსახული საჰაერო ბუშტის მოდელი.
მოსწავლეებს ეცოდინებათ
გაკვეთილის მიზანი ,შეფასების რუბრიკები. აუმაღლდებათ მოტივაცია
აქტივობა 2კითხვისთვის მომზადება
განვლილი მასალის გახსენება-მასწავლებელი მოსწავლეებს კითხვების დასმით ახსენებს განვლილ მასალს. შემდეგ წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მათ ყურადღებას მიმართავს დაფისკენ  ,სადაც გაკრული აქვს პლაკატი წარწერით
კარგი საქციელი
ცუდი საქციელი


მასწავლებელი იძახებს მოსწავლეებს დაფასთან.ისინი დაფიდან იღებენ ამობრუნებულ ბარათებს,კითხულობენ დაწერილ სიტყვებს და მსჯელობით ამატებენ შესაბამის გრაფაში.მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება,რომ აქედან ერთ-ერთი თვისება იქნება დღევანდელი გაკვეთილის მთავარი თემა.

კითხვა-პასუხი,
მინიშნებები ბარათებზე
მთელ კლასთან
5 წთ
პლაკატი,სიტყვის ბარათები .
გააქტიურდება წინარე ცოდნა,ხელი შეეწყობა მოსწავლეთა მოტივირებას ტექსტის მოსასმენად.
აქტივობა 3. ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა. მასწავლებელი სიტყვის სკივრიდან იღებს მოსწავლეებისთვის უცნობ სიტყვებს, რომლებიც თვალსაჩინოდ არის ბარათზე განთავსებული. ერთ-ერთი მოსწავლის დახმარებით აკრავს დაფაზე , აკითხებს და ახსნევინებს სხვა მოსწავლეებს.
მოსწავლეები კითხულობენ ახალ სიტყვებს, შეძლებისდაგვარად განმარტავენ მათ.
ახსნა-განმარტება. ურთიერთ დახმარება.
მთელ კლასთან
3 წთ
სიტყვის სკივრი.
ფერად ბარათებზე ამობეჭდილი უცნობი სიტყვები.
მოსწვლეებს განუვითარდებათ ლექსიკური მარაგი
                                 II ფაზა






აქტივობა 4.
მაწავლებელი ტექსტს წინასწარ ყოფს საკვანძო საკითხებთან.მოსწავლეებს განუმარტავს,რომ ტექსტის თითოეული ნაწილის კითხვის დროს აუცილებელია ყურადღებით მოსმენა,რაც დაეხმარება მათ ვარაუდების გამოთქმაში.
მასწავლებელი კითხულობს ტექსტის სათაურს და სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან ვარაუდი. მასწავლებლის მიერ კითხვის პროცესის პარალელურად ივსება ,,ვარაუდების სქემა“,რომელიც წინასწარ არის დახაზული და დაფაზე გაკრული. მასწავლებელი ტექსტს კითხულობს ნაწილ-ნაწილ . მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს ტექსტის შინაარსთან დაკავშირებით,მსჯელობენ,ნააზრევს აჯერებენ.მასწავლებელი კვლავ განაგრძობს კითხვას იმავე პრინციპით:1.ვარაუდები.2.კითხვის გაგრძელება. 3.მოსწავლეების მიერ გამოთქმულ ვარაუდებზე რეაგირება და ა. შ.ტექსტის დასასრულის ჩათვლით. პარალელურად მასწავლებელი სვამს კითხვებს.ყოველი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ აკეთებს ისეთ მინიშნებებს,რომელიც მოტივაციას შეუქმნის მოსწავლეს იმსჯელოს თემაზე,პერსონაჟის ხასიათზე,ნაწარმოების სიუჟეტური ხაზის ანალიზზე.



ორიენტირებული აზროვნება და მოსმენა
მთელ კლასთან
10 წთ
ვარაუდების სქემა, მარკერი.
მოსწავლეები ჩამოყალიბდებიან აქტიურ მსმენელებად.ისინი შეძლებენ ვარაუდების გამოთქმას.ჩამოყალიბდება საკლასო ერთობა,გაიზიარებენ შთაბეჭდილებებს.
 აქტივობა  5. მოსწავლეთა აღქმის უნარის გასაკონტროლებლად მასწავლებელი მოსწავლეებს  კომპიუტერით უგზავნის სამუშაო მასალებს ,რომელშიც ტექსტში გამოყენებულ საკვანძო სიტყვებთან და ფრაზებთან ერთად წერია სხვა სიტყვებიც. დავალება ეძლევათ წყვილებში სამუშაოდ: იპოვონ და წაიკითხონ ის სიტყვები და ფრაზები,რომლებიც ტექსტში იყო გამოყენებული. მასწავლებელი თავისი კომპიუტერიდან აკვირდება წყვილების მუშაობას.დავალების წარდგენის დროს წყვილის ეკრანს უზიარებს დანარჩენ მოსწავლებს.შემდეგ  მასწავლებლის დავალებით ერთ-ერთი მოსწავლე რომელიმე წყვილიდან ასახელებს უცნობ სიტყვას,ასე იქცევიან სხვა წყვილებიც.მასწავლებელი ყველა სიტყვას  საილუსტრაციოდ წერს დაფაზე და განმარტავს მოსწავლეების დახმარებით.
წუთშესვენება                                 
ტექსტზე მუშაობა
წყვილში
5 წთ
კომპიუტერი,
როუტერი,სამუშაო მასალა
მოსწავლეებს განუვითარდებათ კითხვისა და აზროვნების უნარი,გაფართოვდება ლექსიკური მარაგი.






































1 წთ

აქტივობა -6. ,,გავაცოცხლოთ ილუსტრაციები“ მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს  ტექსტის ცალკეული ეპიზოდის ამსახველ ილუსტრაციებს , წყვილებს  სთხოვს იპოვონ ტექსტში ილუსტრაციის შესაბამისი ადგილები, წაიკითხონ შესაბამისი ინტონაციითა და
სასვენ ნიშნების დაცვით ,დაანაწევრონ და მიაკრან შესაბამის ილუსტრაციებს .
დაკვირვება,
კითხვა
წყვილში
8 წთ.
ილუსტრაციები,დასანაწევრებელი ტექსტები,მაკრატელი.
განვთარდება დაკვირვებისა და კითხვის უნარ-ჩვევები.
                 III ფაზა





აქტივობა 7. ტექსტის შეჯამება
მასწავლებელი სვამს კითხვებს  : სად გაიკეთა ბუდე არწივმა? სად ცხოვრობდა ღორი? როგორ არჩენდა არწივი თავის მართვეებს? როგორ არჩენდა ღორი გოჭებს? როგორი მეზობლები იყვნენ ისინი? რა მოინდომა ცბიერმა კატამრა ხერხი იხმარა მეზობლების დასაღუპად?რამ დაღუპა მეზობლები? რა სარგებელი ნახა მეჭორე კატამ? რას გვასწავლის მეიგავე არწივისა და ღორის მაგალითით? რა თვისებას ამხელს ავტორი კატის მაგალითით? ისურვებდით ამ გმირის ადგილას ყოფნას? ხომ არ პოულობთ მსგავსებას მასთან?შენ როგორ განაგრძობდი ამ ამბავს?
საშინაო დავალებად აძლევს დაწერონ- ,,წერილი მეჭორე კატას“
კითხვა-პასუხი








კლასი








5 წთ
კითხვები
ხელახლა გაიხსენებენ ტექსტს და შესაბამისი პასუხების პერიფრაზირებით შეაჯამებენ. განვითარდება ლექსიკური მარაგი.
აქტივობა 8. შეფასება. მასწავლებელი სვამს კითხვებს:მოგეწონათ დღევანდელი გაკვეთილი? რა მოგეწონათ განსაკუთრებით? როგორ შეაფასებდით საკუთარ აქტიურობას? მოსწავლეები აკეთებენ თვითშეფასებას.ისინი მერხიდან იღებენ მათთვის წინასწარ გამზადებულ  აპლიკაციებს და აქტიურობის დონის  შესაბამისად ათავსებენ  გასაფრენად გამზადებულ საჰაერო ბუშტის  მოდელის ჯიბაკში . მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს განმავითარებელი კომენტარით.
მსჯელობა
თვითშეფასება
ინდ.
6 წთ
ბავშვის გამოსახულების აპლიკაცია სახელის წარწერით.
მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი კომენტარით.
   მოსწავლეები გაიაზრებენ საკუთარ სწავლის პროცესს.


                                                                     შეფასების     სქემა

კომპონენტი

 მხოლოდ სხვისი დახმარებით ახერხებს
 ნაწილობრივ პასუხობს
 უმეტესად პასუხობს

სრულყოფილად პასუხობს
ისმენს და იგებს მცირე ზომის ტექსტებს .




ხმამაღლა ,მთლიანი სიტყვებით კითხულობს ტექსტის ცალკეულ ეპიზოდებს.





სწორად და სწრაფად პოულობს ილუსტრაციების შესაბამის ეპიზოდებს ტექსტში.





                                 მოსწავლის  თვითშეფასება
გამოვთქვამდი ვარაუდებს,
მქონდა საინტერესო იდეები.
  
                 
გამოვხატავდი საკუთარ აზრს პერსონაჟის მოქმედებების მიმართ.


                    
ხმამაღლა ,მთლიანი სიტყვებით ვკითხულობდი ტექსტის ცალკეულ ეპიზოდებს.

     
             
სწორად და სწრაფად ვპოულობდი ილუსტრაციების შესაბამის ეპიზოდებს ტექსტში.

     
              

















                                          
                                             

                                                           წყვილში მუშაობის შეფასების რუბრიკა
კომპონენტი
ნაწილობრივ
უმეტესად
სრულყოფილად
წყვილის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება



წყვილის მიერ სამუშაოს ორგანიზება



ურთიერთქმედებისა
და აზრთა გაზიარების უნარი



დროის ლიმიტი




თანამშრომლობა










No comments:

Post a Comment