სასწავლო პროექტი-,,სიბრძნე გამოგონილი ამბებისა"
სასწავლო თემის ავტორი
|
||||||||||||||||||
სახელი და გვარი
|
ირინე ყალიჩავა
|
|||||||||||||||||
რაიონი
|
წალენჯიხა
|
|||||||||||||||||
სკოლა
|
წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა
|
|||||||||||||||||
ქალაქი
|
წალენჯიხა
|
|||||||||||||||||
თემის
მონახაზი
|
||||||||||||||||||
1 თემის
დასახელება
|
||||||||||||||||||
სიბრძნე გამოგონილი ამბებისა
|
||||||||||||||||||
2 თემის შინაარსი
|
||||||||||||||||||
ამ
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დაინტერესდებიან დამატებითი ლიტერატურით.ინტერნეტში
მოიძიებენ
და წაიკითხავენ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს, გააანალიზებენ მასწავლებლის მიერ
წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით.იმუშავებენ ტექსტზე დამოუკიდებლად.
შეავსებენ გმირის რუკას. შეავსებენ
რუბრიკებს, კითხვარებს. გააცოვხლებენ ნაწარმოებების გმირებს,შექმნიან
რეკვიზიტებს და დადგამენ პანტომიმას,გააკეთებენ პრეზენტაციებს.შექმნიან საკლასო
ბიბლიოთეკას...დაწერენ სიმულაციურ
წერილებს.შეაფასებენ ერთმანეთის
ნამუშევრებს,ასევე გააკეთებენ თვითშეფასებასაც.შემაჯამებელი
შეხვედრით წარსდგებიან სკოლის აუდიტორიის წინაშე.
|
||||||||||||||||||
3 საგანი
|
||||||||||||||||||
ქართული, ხელოვნება.
|
||||||||||||||||||
4 დონე/კლასი
|
||||||||||||||||||
მე-4 კლასი
|
||||||||||||||||||
განხორციელების დროის
ჩარჩო
|
||||||||||||||||||
6
45წთ-იანი გაკვეთილი დღეგამოშვებებით.
|
||||||||||||||||||
თემის საფუძვლები
|
||||||||||||||||||
6 შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||||||||||||||||||
ქართ.
IV. 6. მოსწავლეს
შეუძლია
სხვადასხვა
თემაზე
შექმნილი
მხატვრული
ტექსტების
დამოუკიდებლად
წაკითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკვირდება პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ;
·
აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·
დამოუკიდებლად პოულობს
ტექსტში სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების,
ფაქტებისა და მოვლენების აღსაწერად;
ქართ. IV. 8. მოსწავლეს
შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის
(მხატვრულის/არამხატვრულის) მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების
სურვილს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასახელებს
საყვარელ წიგნს, ტექსტს / მხატვრულ ნაწარმოებს, ავტორს, პერსონაჟს და ხსნის
თავის არჩევანს;
·
განმარტავს,
რით არის კონკრეტული ტექსტი მისთვის საინტერესო;
·
მიუთითებს,
რით დაინტერესდა / რა მოეწონა ტექსტში (ინფორმაცია, ამბავი, პერსონაჟის
საქციელი, ბუნების აღწერა, დიალოგები თუ სხვა);
·
მონაწილეობს
წაკითხულის შესახებ
გამართულ დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის
ადგილებს წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.
ქარ. IV. 9. მოსწავლეს
შეუძლია მცირე ზომის მიზნობრივი
ტექსტების სათანადოდ გაფორმება და
ტექსტის არავერბალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის არავერბალური ინტერპრეტაციის უნარს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
შეარჩევს
(თვითონ ხატავს ან მოიძიებს) როლის შესაბამის ვიზუალურ მასალას;
·
ამზადებს და წარმოადგენს
მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეულ როლს;
·
როლის
(მოლაპარაკე ცხოველების, უსულო საგნების) განსასახიერებლად ადეკვატურად იყენებს
დამხმარე საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, დამახასიათებელ მოძრაობას, გარკვეულ
არტიკულაციას; მოხერხებულობის, ტყუილის თუ სხვა თვისებებისა და გრძნობების
გამომხატველ მინიშნებებს);
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სწერს
წერილებს რეალურ და წარმოსახვით ადრესატს (მეგობარს, ნაწარმოების ავტორს,
პერსონაჟს და სხვ.).
ს.გ.IV.4. მოსწავლეს
შეუძლია გრძნობებისა და იდეების ასახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
ირჩევს
გამომსახველობით ხერხებს ნამუშევარში
ჩანაფიქრის უკეთ გადმოსაცემად;
ქმნის წარმოსახვით სახეებს;
|
||||||||||||||||||
7
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||||||||||||||||||
მოსწავლეები შეძლებენ:
·
დააკავშირონ ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემული ფაქტები, მოვლენები, მოქმედებები და გამოიტანონ სათანადო დასკვნები;
·
დამოუკიდებლად იპოვონ ტექსტში სიტყვები და გამოთქმები, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და
მოვლენების აღსაწერად;
·
დაასახელონ საყვარელი წიგნი,ტექსტი
და ახსნან თავიანთი არჩევანი.
·
წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე.
·
მონაწილეობენ წაკითხულის შესახებ გამართულ დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების
დასასაბუთებლად იყენებენ
შესაბამის ადგილებს წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.
·
წერს სიმულაციურ წერილებს წარმოსახვით
პერსონაჟებს.
·
შეარჩევენ (თვითონ ხატავს ან მოიძიებს) როლის
შესაბამის ვიზუალურ მასალას;
·
ამზადებენ და წარმოადგენენ მასწავლებლის მითითებით
ან საკუთარი სურვილით შერჩეულ როლს.
·
ადეკვატურად
იყენებენ
დამხმარე საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას,) და ირჩევენ გამომსახველობით ხერხებს
ნამუშევარში ჩანაფიქრის უკეთ
გადმოსაცემად;
·
ქმნიან წარმოსახვით სახეებს;
|
||||||||||||||||||
8 მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||||||||||||||||||
ზოგადი კითხვა
|
რა
კავშირშია ლიტერატურა ცხოვრებასთან?
|
|||||||||||||||||
თემატური კითხვები
|
რა არის შეგონება? რას ნიშნავს გამოგონილი ამბები?
|
|||||||||||||||||
შინაარსობრივი კითხვები
|
როგორ დაახასიათებ ტექსტის დადებით გმირს? რისი თქმა უნდა
ამ ტექსტით მწერალს?რის საფუძველზე
ასკვნი,რომ მოცემული პერსონაჟი უარყოფითია?
|
|||||||||||||||||
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||
9 შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||
პროექტის მსვლელობა წინარე
ცოდნის გასააქტიურებლად იწყება გონებრივი იერიშითა და გრაფიკული
მაორგანიზებლის გამოყენებით.შეკითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის
განმავლობაში,რომ შემოწმდეს მოსწავლის აზროვნება და მიეცეს ანალიზის
საშუალება.მასწავლებლის მიერ ივსება მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი,კეთდება
ჩანაწერები,რაც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ,რამდენად კარგად ესმით
მოსწავლეებს გარკვეული ცნებები.მოსწავლეები იცნობენ პრეზენტაციის რუბრიკებს და
იყენებენ მასწავლებლის შეფასებამდე საკუთარი პრეზენტაციების
შესაფასებლად.შეფასების რუბრიკებს მოსწავლეები იყენებენ პროექტის
მსვლელობისას,რეფლექსიის დროს,წერის დროს საბოლოო პროდუქტის შეფასებისას.
|
||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||
ტექსტის დამუშავების
უნარ-ჩვევა,ინტერნეტძიება.Wopd-ში მუშაობის უნარი.
|
||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
||||||||||||||||||
ინსტრუქციის მიცემა- მოსწავლეებს დავუსვამ
ზოგად კითხვას ,,რა კავშირშია ლიტერატურა ცხოვრებასთან? გონებრივი იერიშით
გავააქტიურებ მათ წინარე ცოდნას.შევავსებინებ გრაფიკულ
მაორგანიზებელს,ასოციაციურ რუკას.უკუკავშირის მიღების შემდეგ ბავშვებს გავაცნობ
პროექტის იდეას,მიზანს. ერთობლივად დავსახავთ აქტივობებს და გავწერთ
შესასრულებელ დავალებებს დღეების მიხედვით.
მშობლებს ვუგზავნი საინფორმაციო ბუკლეტს.
1 დღე-კლასი დაიყოფა 3 ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ინდივიდუალურად მიეცემა
დავალება. მათ ინტერნეტში უნდა მოიძიონ
მითითებული ჟანრის ნაწარმოებები .მოძიებული ნაწარმოებებიდან ჯგუფები ირჩევენ თითო-თითოს და მუშაობებენ აქტივობაზე,,მოსწავლე
მასწავლებელი“ მასწავლებლის მიერ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით.მასწავლებელი
მოსწავლეებს აცნობს იმ კრიტერიუმების ჩამონათვალს,რომლის მიხედვითაც შეფასდებიან
ჯგუფები.ასევე აწვდის დამხმარე მასალებს
,რომლებიც მათ დასჭირდებათ მუშაობისას.გმირის დამახასიათებელ გრაფიკულ
მაორგანიზებელს და ასევე წინასწარ გამზადებულ ბარათებს,რომლებზეც წერია ტექსტის
სააანალიზო კითხვები. ჯგუფები მუშაობენ დავალებებზე. დავალების პირველი ეტაპის
დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფიდან რიგრიგობით გამოდის თითო მოსწავლე ,რომელიც
მასწავლებლის როლს ირგებს და ცდილობს აუხსნას კლასს ერთ-ერთი მახასიათებელი,ილაპარაკოს თემის
შინაარსზე,მთავარ სათქმელზე,პერსონაჟებზე. მასწავლებელი კი კითხვებისა და
რეპლიკების საშუალებით სწორ კალაპოტში აყენებს,,მასწავლბლის“მსჯელობას. ჯგუფების
პრეზენტაციის შემდეგ ისინი ერთობლივად მუშაობენ ვენის დიაგრამაზე,რომ ერთმანეთს
შეადარონ წაკითხული ტექსტები.სამუშაოს შეჯამების მიზნით ,მოსწავლეები
მასწავლებლის დახმარებით შეიმუშავებენ თეზისებს და ფლიბჩარტზე ჩამოწერენ
დასკვნების სახით..ეს აქტივობა კომპლექსურია
და კითხვასთან ერთად,ზეპირმეტყველების მიმართულებასაც მოიცავს და ამდენად
მიზანშეწონილია განმავითარებელი შეფასების გამოყენება.ფასდება რამდენად კარგად
შეუძლია მოსწავლეს ტექსტის მახასიათებლების ამოცნობა,წაკითხულის დაკავშირება
რეალურ ცხოვრებასთან,შედარება ნაცნობ ტექსტებთან,დასკვნების გამოტანა,აუდიტორიის
წინაშე გამოსვლა, თანამშრომლობა თანატოლებთან.
2 დღე -აქტივობა:,,საკლასო
ბიბლიოთეკა“(ბიბლიოთეკისთვის წიგნების შერჩევა)კითხვის მოტივაციის ასამაღლებლად
ძალიან სასარგებლოა,მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარონ კითხვით გამოწვეული
ემოციები,შთაბეჭდილებები,ურჩიონ ერთმანეთს რა წიგნები წაიკითხონ და რატომ.ამ
აქტივობის ჩასატარებლად საჭიროა წინა დღეებში მოსამზადებელი სამუშაოების
ჩატარება.გამოიკითხებიან მოსწავლეები,თუ რა წიგნები აქვთ ბოლო დროს
წაკითხული,რომელი მათგანი მოეწონათ და რამ დააინტერესათ.) მასწავლებელი აუხსნის
მათ,რომ მათი მიზანია კარგი რეკლამა
გაუკეთონ მათ მიერ წაკითხულ და მოტანილ წიგნებს.დაახასიათონ,ისაუბრონ რა მოეწონათ და
რატომ,თითოეულმა მათგანმა უნდა დაასაბუთოს თუ რატომ არის აუცილებელი ,რომ სწორედ
ეს წიგნი ინახებოდეს საკლასო ბიბლიოთეკაში და რატომ ურჩევს თანაკლასელებს, რომ
მაინცდამაინც ეს წიგნი წაიკითხონ.ეძლევათ არჩევანის საშუალება რეკლამის
გასაკეთებლად.შეუძლიათ ბუკლეტების დამზადება,სლაიდშოუს გაკეთება,ნახატით
წარმოდგენა და ა.შ.რომ რაც შეიძლება მეტი ამხანაგი დააინტერესონ . გამოცხადდება
კონკურსი,გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვისი რეკლამითაც დაინტერესდება მეტი
მოსწავლე. მოსწავლეთა პრეზენტაციები პროექტორის დახმარებით წარედგინება მთელ
კლასს.მასწავლებელი კი აკვირდება მოსწავლეებს და აწარმოებს ჩანიშვნებს.შემდეგ
მოსწავლეები წიგნებს ალაგებენ საკლასო ოთახში სპეციალურად გამოყოფილ თაროზე.
ბ)ამის შემდეგ მასწავლებელი
მოსწავლეებს პროექტორით უჩვენებს მის მიერ წინასწარ შექმნილ ბიბლითეკის
კართოთეკის შაბლონს. მოსწავლეები აკვირდებიან და ბუკებში word- ის ფაილში ქმნიან მსგავსს,რომელშიც წერენ ინფორმაციას წიგნის შესახებ
გარკვეული თანმიმდევრობით(სათაური,ავტორი/ავტორები,,გვერდების
რაოდენობა,გამოცემის წელი და ა.შ.)გ) მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით
ამობეჭდავენ კართოთეკებს და ჩააწყობენ შესაბამის ზომის ყუთში ანბანის მიხედვით.წიგნებს
დაახარისხებენ და მიუჩენენ ადგილს საკლასო
ოთახში სპეციალურად გამოყოფილ თაროზე.
გ)ელექტრონულ მასალას
შეინახავენ შემდგომში ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის შესაქმნელად.
ამ აქტივობის მიმდინარეობისას ფასდება,შეუძლია
თუ არა მოსწავლეს წაკითხული ნაწარმოების შეფასება ესთეტიკური თვალსაზრისით,
ინფორმატულობისის თვალსაზრისით,ადეკვატურად შეფასება,საკუთარი შეხედულების
სხვებისთვის გაზიარება და
დასაბუთება,მსმენელის დარწმუნება,ინსტრუქციის მიხედვით ანკეტის/კითხვარის
შევსება, ტექნოლოგიის გამოყენება,დამოუკიდებელი მუშაობა.
|
||||||||||||||||||
3 დღე- აქტივობა ,,ცოცხალი სურათები“.ჯგუფებს ეძლევათ მოსამზადებლად გამოარჩიონ ნაწარმოები,შეარჩიონ ყველაზე
მნიშვნელოვანი,სახასიათო ეპიზოდები წაკითხული ნაწარმოებებიდან,შექმნან რეკვიზიტები,გაიარონ
რეპეტიციები.დანიშნულ დღეს გამოვიდნენ საკლასო ოთახის შუაში და პანტომიმის
საშუალებით გადმოსცენ პერსონაჟის ხასიათი და გრძნობები. დანარჩენმა მოსწავლეებმა
უნდა გამოიცნონ ნაწარმოები,კონკრეტული ეპიზოდი და დაასახელონ წარმოდგენილი
პერსონაჟები.სცენებს იღებს ,,ფოტოგრაფი“
მოსწავლე სხვა ჯგუფებიდან. მოსწავლეები კი ერთობლივად გადაღებული სურათებით
გააკეთებენ სლაიდშოუს სახელწოდებით ,,ჩვენი პერსონაჟები“.მას შემდეგ ,რაც ყველა
ჯგუფი წარმოადგენს ეპიზოდს,მოსწავლეები მსჯელობენ რომელი შესრულება იყო ყველაზე
კარგი,გასაგები.ასევე აკეთებენ თვითშეფასებასაც. განიხილავენ
რეკვიზიტებსაც.მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა მუშაობას და ინიშნავს.
4 დღე-აქტივობა ,,კომენტარების წიგნაკი“. კლასი
იყოფა წყვილებად.მათ ქსელის აპარატით ეგზავნებათ გამზადებული მასალა,სადაც წერია პატარ-პატარა
ტექსტები.წყვილებმა უნდა წაიკითხონ ეს ტექსტები,გააანალიზონ
და მიუწერონ თავიანთი კომენტარები.თუ რას ფიქრობენ ,მოეწონათ თუ არა,როგორ უნდა
მოქცეულიყვნენ ტექსტის გმირები და ა. შ.მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები
სწერენ სიმულაციურ წერილს იმ პერსონაჟს,ვის ნათქვამსაც გაუკეთეს კომენტარი. შემდეგ
მოეწყობა საერთო საკლასო განხილვა. ამ აქტივობებით ფასდება,თუ რამდენად შეუძლია
მოსწავლეს თანამშრომლობა,ტექსტის გაანალიზება,პირადი დამოკიდებულების გამოხატვა,წარმოსახვის,შემოქმედებითი
უნარ-ჩვევების განვითარება.
5
დღე-მულტიმედია ტექსტის
მოსმენა.მოსწავლეები მოისმენენ ტექსტს და შემდეგ მოსმენილს გააფორმებენ წერილობით.დაწერენ
თავიანთ აზრს იმის
შესახებ თუ რა ასწავლა მათ ამ კონკრეტულმა ვიდეო მასალამ, რა დაამახსოვრდებათ როცა კლასის კარებს
მიხურავენ.მოსწავლეები ინდივიდუალურად მუშაობენ,, სამახსოვრო ბარათზე“. მუშაობის დასრულების
შემდეგ კითხულობენ ნამუშევრებს.
6 დღე-შემაჯამებელი შეხვედრა სკოლის
აუდიტორიისათვის.თითოეული მოსწავლე იყენებს პროექტორს და თავისი ნამუშევრის
პრეზენტაციას აკეთებს აუდიტორიის წინაშე.ასევე ჯგუფური ნამუშევრების,მათი შექმნილი
პროდუქტების ჩვენება ხდება.არის სპეციალური ჯგუფი,რომელიც აკვირდება მათ წარდგენას
და აფასებს მათ მუშაობას.
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური საჭიროებები
|
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს ,მაგრამ საჭიროების
შემთხვევაში გამოვიყენებ შემდეგ აქტივობებს:
·
ვიმუშავებ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე.
·
გამოვიყენებ ჯგუფური მუშაობის ტექნიკას;
·
უზრუნველვყოფ
მოსწავლეებს სხვადასხვა ნაწერითა და ზეპირი ინსტრუქციებით;
·
ვიმუშავებ
მშობელთან, ან მასწავლებლის თანაშემწესთან დამატებითი დახმარებისთვის;
·
გამოიყენებ
დადებით უკუკავშირს თითოეული დავალების შესრულების შემდეგ.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
ასეთი მოსწავლეები არ მყავს,მაგრამ
საჭიროების შემთხვევაში
·
წავახალისებ ინგლისური ენის მცოდნე მოსწავლეებს,
დაეხმარონ დანარჩენ მოსწავლეებს.
·
გამოვიყენებ
ჯგუფური მუშაობის ტექნიკას;
·
გამოვიყენებ ვიზუალურ თვალსაჩინოებებს და
ილუსტრაციებს,
ლექსიკისა და შინაარსის გაგების გასავითარებლად;
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
ასეთი მოსწავლეების არსებობის შემთხვევაში გამოვიყენებ შემდეგ
აქტივობებს:
·
მივცემ საშუალებას მოსწავლეს შეასრულოს ექსპერტის როლი (ტექნოლოგიების
გამოყენება, ხატვა, პროცესის მონიტორინგი და ა.შ.) და საჭიროების შემთხვევაში,
უზრუნველვყოფ თანაკლასელების დახმარებას.
·
პრეზენტაციების მომზადებისას გამოიყენოს დამატებითი მულტიმედიური
ფუნქციები (მაგალითად, ხმის ჩაწერა).
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები.
|
ინვენტარი/მასალები
|
სცენის/ეპიზოდის შესაბამისი რეკვიზიტები,კოსტიუმები პერსონაჟებისათვის.
|
ინტერნეტრესურსები
|
ვებმისამართები
(URLs), რომლებიც ხელს უწყობს თემის
მიზნების მიღწევას.
|
სხვა რესურსები
|
დაწყებითი კლასების
მოსწავლეები.
|
პროექტის პრეზენტაცია
პროექტის ფარგლებში გამოყენებული რესურსები
კომენტარის
წიგნაკი
|
|
ავტორის ნათქვამი
|
ჩემი კომენტარი
|
ერთი თვის შემდეგ კაცი და დათვი კვლავ შეხვდნენ ერთმნეთს.დათვს თავი
გამთელებოდა.შეეგება დათვი კაცს და აი,რა უთხრა:ხედავ,შენ მიერ ცულით გაპობილი თავი
მომირჩა,გამიმთელდა,მაგრამ შენი ცოლის ენით დაკოდილი გული კი-არაო.
|
ადამიანის ენაზე
მწარე და ტკბილი არაფერია. შეიძლება დაუფიქრებელი
მოქმედებით,ან კიდევ გაუაზრებლად წყენა მიაყენო
ადამიანს,რომელიც შენთვის ვითომ და არაფერია ,მაგრამ მას არასდროს დაავიწყდება.ყოველთვის
უნდა ვიფიქროთ,სანამ რამეს ვიტყვით.
|
კომენტარის წიგნაკი
|
|
ავტორის ნათქვამი
|
ჩემი კომენტარი
|
მამამ შვილი დაიბარა და მოსთხოვა,აეხსნა,თუ რატომ
იქცეოდა ასე:უკან ლამპრის მიდევნება რაღაა,განა
უმჯობესი არ არის ,ლამპარი წინ წაიძღოლოო.ამაზე შვილმა უპასუხა:პირდაპირ თქმა ვერ
გკადრე და ამიტომ მოვიქეცი ასე,მინდოდა,ჩემი საქციელით შენთვის დამენახვებინა ,რომ
კეთილი საქმე არ უნდა გადადო.უმჯობესია,სიცოცხლეშივე გასცე შენი სიმდიდრე ,თორემ
სიკვდილიდ შემდეგ სიკეთის ქმნა უკან მიდევნებული
ლამპარივით იქნებაო.
|
შვილი სწორად მოიქცა,მამას რომ პირდაპირ არ უთხრა სათქმელი და მოქმედებით
აჩვენა.ხომ შეიძლებოდა მამას გული დასწყდომოდა.თუმცა გააჩნია იმას,თუ როგორ ეტყოდა
შვილი.
|
No comments:
Post a Comment