გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში


                      გაკვეთილის გეგმა
              
საგანი

ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:

დაწყებითი -IIIკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:

11
მასწავლებელი
ირინე ყალიჩავა
გაკვეთილის თემა
პლუტარქე-,,მაკედონელი და ბუცეფალი“
გაკვეთილის მიზნები:
მოსწავლეებმა  მოისმინონ,  გაიგონ და გაიაზრონ მასწავლებლის მიერ წაკითხული ტექსტი . შეძლონ ელექტრონულ მასალაში ტექსტის წაკითხვა და თანმიმდევრულად დალაგება.მასწავლებლის მიერ ტექსტის გასაგრძელებლად მიწოდებულ კომიქსებში მარტივი დიალოგების ჩაწერა.
ესგ შედეგები/ინდიკატორები
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.


Ø  ასახელებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
Ø  საკუთარი სიტყვებით, თანამიმდევრულობისა და აზრობრივი შესაბამისობის  დაცვით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;

ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
Ø  თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, ცდილობს დაიცვას სათანადო ტემპი;
Ø   
          ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება;
ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.

Ø  აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს;

Ø  ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ  მიზეზშედეგობრივ კავშირებს, გამოაქვს სათანადო დასკვნა;

ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.

Ø  ადგენს მარტივ დიალოგებს;



წინასწარი ცოდნა
შეუძლიათ  წერილობითი  კოდის გაშიფვრა . ფლობენ ვარაუდის ტექნიკას.შეუძლიათ კომიქსებზე მუშაობა.
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა1.  მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა. მასწავლებელი მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე აცნობს გაკვეთილის მიზნებს, შეფსებისა და თვითშეფასების რუბრიკებს ,რომელიც დაფაზე აქვს გაკრული . მოსწავლეებს უჩვენებს წარმოსახვით საჰაერო ბუშტის მოდელს,რომლის ჯიბაკშიც  თვითშეფასების შემდეგ მოუწევთ თავიანთი გამოსახულების სტიკერის ჩადება  აქტიურობის დონის შეასაბამისად.  2წთ.

აქტივობა 2.  კითხვისთვის მომზადება
განვლილი მასალის გახსენება-მასწავლებელი მოსწავლეებს კითხვების დასმით ახსენებს განვლილ მასალს. შემდეგ წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მათ ყურადღებას მიმართავს დაფისკენ  ,სადაც გაკრული აქვს პლაკატი წარწერით
კარგი მხედარი
ცუდი მხედარი


მასწავლებელი იძახებს მოსწავლეებს დაფასთან.ისინი დაფიდან იღებენ ამობრუნებულ ბარათებს,კითხულობენ დაწერილ სიტყვებს და მსჯელობით ამატებენ შესაბამის გრაფაში.    5 წთ.


აქტივობა 3.
მაწავლებელი ტექსტს წინასწარ ყოფს საკვანძო საკითხებთან.მოსწავლეებს განუმარტავს,რომ ტექსტის თითოეული ნაწილის კითხვის დროს აუცილებელია ყურადღებით მოსმენა,რაც დაეხმარება მათ ვარაუდების გამოთქმაში.
მასწავლებელი კითხულობს ტექსტის სათაურს და სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან ვარაუდი. მასწავლებლის მიერ კითხვის პროცესის პარალელურად ივსება ,,ვარაუდების სქემა“,რომელიც წინასწარ არის დახაზული და დაფაზე გაკრული. მასწავლებელი ტექსტს კითხულობს ნაწილ-ნაწილ . მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს ტექსტის შინაარსთან დაკავშირებით,მსჯელობენ,ნააზრევს აჯერებენ.მასწავლებელი კვლავ განაგრძობს კითხვას იმავე პრინციპით:1.ვარაუდები.2.კითხვის გაგრძელება. 3.მოსწავლეების მიერ გამოთქმულ ვარაუდებზე რეაგირება და . .ტექსტის დასასრულის ჩათვლით. პარალელურად მასწავლებელი სვამს კითხვებს.ყოველი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ აკეთებს ისეთ მინიშნებებს,რომელიც მოტივაციას შეუქმნის მოსწავლეს იმსჯელოს თემაზე,პერსონაჟის ხასიათზე,ნაწარმოების სიუჟეტური ხაზის ანალიზზე.                                                       10 წთ.
                                                                                   
აქტივობა-4
მასწალებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად და აძლევს დავალებას.დავალება -1 .ჯგუფებს მიეწოდებათ learningapps-ში შესრულებული რესურსი.მათ ევალებათ  წაიკითხონ ტექსტი და  დაალაგონ ქრონოლოგიურად.მასწავლებელი აკვირდება ჯგუფების მუშაობას .აძლევს  მათ განმავითარებელ კომენტარებს.
                                                                                                          8 წთ.
დავალება-2. მასწავლებელი ჯგუფებს  აწვდის კომიქსების ჩანახატს ტექსტის გასაგრძელებლად. მოსწავლეებს ევალებათ ჩანახატის სრულყოფა ფერადი ფანქრებით და დიალოგის ჩადგმა ,,ღრუბლებში“.უნდა მოიფიქრონ თუ როგორ გაგრძელდებოდა დიალოგი მათ შორის და ჩაწერონ.ნამუშევრებს წარადგენენ კლასის წინაშე.მასწავლებელი მათ მუშაობას აფასებს განმავითარებელი კომენტარით.                                              12 წთ. 
აქტივობა -5 .   გაკვეთილის შეჯამება,შეფასება  
         მასწავლებელი სვამს შემაჯამებელ კითხვებს.  მაგ.   რა თვისებებს ვეცნობით წაკითხული მაგალითით?   თქვენ
ისურვებდით ამ გმირის ადგილას ყოფნას? ხომ არ პოულობთ მსგავსებას მასთან? და ა.შ.
  საშინაო დავალება -დაწერე ,რა იყო ამ ამბავში შენთვის საინტერესო და რატომ .
      მასწავლებელი სვამს კითხვებს:მოგეწონათ დღევანდელი გაკვეთილი? რა მოგეწონათ განსაკუთრებით? როგორ შეაფასებდით საკუთარ აქტიურობას? მოსწავლეები აკეთებენ თვითშეფასებას.ისინი მერხიდან იღებენ მათთვის წინასწარ გამზადებულ  აპლიკაციებს და აქტიურობის დონის  შესაბამისად ათავსებენ  გასაფრენად გამზადებულ საჰაერო ბუშტის  მოდელის ჯიბაკში.
მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს განმავითარებელი კომენტარით.
                                                                                                                8წთ.

შეფასების საგანი
(კრიტერიუმები)
კრიტერიუმები
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად
ასახელლებს ტექსტში ასახულ ფაქტებს ,მოვლენებს.



თანმიმდევრულობისა  და აზრობრივი შესაბამისობის დაცვით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს.



თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს.



აკავშირებს ერთმანეთთან  ფაქტებს,მოვლენებს.მოქმედებებს.



ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ  მიზეზშედეგობრივ კავშირებს



ადგენს მარტივ დიალოგებს



              შეფასების რუბრიკა
               ჯგუფური მუშაობის რუბრიკა

კრიტერიუმები
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება



ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება



აზრთა გაზიარების უნარი



თანამშრომლობა



საჭირო რესურსები
სახელმძღვანელო,კომპიუტერი,ინტერნეტი,კომიქსის  ჩანახატის ბარათები,სახატავი საშუალებები,დაფა, ამობეჭდილი სიტყვების ბარათები,
ვარაუდების სქემა,მარკერი,ბავშვის გამოსახულების აპლიკაცია სახელის წარწერით.ფლიპჩარტზე ჩამოწერილი გაკვეთილის მიზნები,შეფასების რუბრიკები.პლაკატზე გამოსახული საჰაერო ბუშტის მოდელი.

No comments:

Post a Comment