მოფუსფუსე მწერები

პროექტის  შესახებ


პროექტის სახელი: მწერები ჩვენი სკოლის ეზოში.
მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოძებნიან მწერების საბინადრო ადგილებს, ამოიცნობენ და დაკვირვების შედეგებს შეიტანენ ცხრილში. პროექტის შედეგებს წარადგენენ კონფერენციის სახით.
პროექტის სრული აღწერა: მეორე კლასის მოსწავლეები ჩამოყალიბდებიან ჯგუფებად, როგორც საპროექტო ჯგუფი და შეიმუშავებენ პროექტზე მუშაობის გეგმას. ჯგუფებს გადაუნაწილდებათ მოვალეობები და მიეთითებათ მათი შესრულების ვადები.
Iმწერების მოპოვება და მათი ქილებში ჩასმა.
ვადა- 16.05.2010-17.05.2010. საქმიანობაზე პასუხისმგებელია ჯგუფის ლიდერი. საქმიანობებს ახორციელებენ ჯგუფის წევრები.
მოსწავლეები აგროვებენ მწერებს და ქილებში ათავსებენ. ქილებში ულაგებენ კენჭებს, ფოთლებს, ხილის ნაჭრებს. ვინაიდან მათ რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწევთ დაკვირვება, მწერებს კი სასიცოცხლო პირობები სჭირდებათ, ისეთი გარემოს შექმნა, როგორშიც იპოვეს ისინი.
II.ჩანაწერების გაკეთება ცხრილის სახით.
ვადა 18.05.2010-21.05.2010.
პასუხისმგებელი 1. ჯგუფის ლიდერი. განმხორციელებლები ჯგუფის მოსწავლეები. მოსწავლეებს წინასწარ გამზადებულ ცხრილში შეაქვთ მწერებზე დაკვირვების შედეგები.
თვე და რიცხვი
მწერების დასახელება
მწერების რაოდენობა
სად ბინადრობს?
ფრთიანია თუ უფრთო?
ფეხების რაოდენობა
III.ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება მოპოვებულ მწერებზე და პრეზენტაციის მომზადება.
წარწერებიანი ნახატებით მწერების კოლაჟის შექმნა.
ვადა 20.05.2010-22.05.2010. პასუხისმგებელი მეორე ჯგუფის ლიდერი. განმხორციელებლები მეორე ჯგუფის მოსწავლეები.
მეორე ჯგუფის მოსწავლეები ინტერნეტში ეძებენ ინფორმაციებს მოპოვებული მწერების შესახებ და ამზადებენ საპრეზენტაციო მასალებს. ქმნიან წარწერებიანი ნახატებით მწერების კოლაჟს.
IV.aპროექტის წარდგენა.
ვადა 23.05.2010-24.05.2010. პასუხისმგებელი- საპროექტო ჯგუფი.
მოსწავლეები პროექტს წარადგენენ კონფერენციის სახით. კონფერენციისათვის მოსამზადებლად ჯგუფებს დავალებად ეძლევათ შეაჯამონ საკონფერენციოდ მასალები. გადახედონ რამდენად კარგად არის ორგანიზებული. მოწესრიგებულია თუ არა. კონფერენციაზე მათ დასჭირდებათ ის მასალები, რომლებიც იქნა მოძიებული პროექტზე მუშაობის პერიოდში. ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციები მწერების შესახებ, შექმნილი პრეზენტაციები, ჩანაწერები, წარწერებიანი ნახატებით მწერების კოლაჟი, ქილა მწერებით.
კონფერენციაზე ისინი დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ იმ ცოდნას, რომელიც მათ შეიძინეს თემის დამუშავების შედეგად. კონფერენციის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ათავისუფლებენ მწერებს.
მასწავლებლის მიერ შეჯამდება პროექტის განხორციელება და მიღწეული შედეგები მოსწავლეებთან ერთად წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით.
I.მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი
II. ვადები: 16.05.2010-24.05.2010.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის, დაკვირვების უნარ-ჩვევები. გადაიღებენ სურათებს, შექმნიან ალბომს.
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება მწერების კოლაჟი, გაკეთდება სტენდი, მოეწყობა კონფერენცია მოწვეული სტუმრებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის. შეიქმნება ვებ-გვერდი.
სარგებელი სხვებისთვის: დაინტერესებული პირები გაეცნობიან პროექტს.
სამუშაო ენა: ქართული
II.I. მოსწავლე აღწერს მცენარისა და ცხოველის ძირითად გარეგან ნაწილებს.
II.10. მოსწავლე აღწერს მცენარეების და ცხოველების მნიშვნელობას ადამიანისათვის.
საგნებთან კავშირი: ქართული ენა, სახვითი ხელოვნება, ისტ-ი.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ქვედა მაზანდარას საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები.
პროექტის ფასილიტატორის სახელი:ირინე ყალიჩავა
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:irinekalichava.@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:irinekalichava.blogspot.com.

No comments:

Post a Comment