გაკვეთილის გეგმა ქართულში
გაკვეთილის თემა
|
მუზეუმები
|
საგანი
|
ხელოვნება
|
მასწავლებელი
|
ირინე ყალიჩავა
|
თარიღი
|
20.03.19
|
სწავლების საფეხური/
კლასი
|
საბაზო / VIIკლასი / სსსმ არ მყავს
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში არის 12 მოსწავლე.
|
მიზანი
|
მოსწავლემ ვირტუალურად იმოგზაუროს მუზეუმში ,მოიძიოს ინფორმაცია ,დაახარისხოს და გაიაზროს რა როლი უკავია მას ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაში.
|
ესგ მისაღწევი შედეგები
|
ს.გ.VII.14. მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
• საუბრობს მუზეუმების და გალერეების როლზე ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაში;
ს.გ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.
• ჯგუფური ნამუშევრების წარდგენისას საუბრობს იმ მიზნებზე და ამოცანებზე, რომლებიც ჯგუფს ჰქონდა დასახული (რამდენად მიაღწია ჯგუფმა დასახულ მიზანს (რა იყო წარმატებული და რას გაითვალისწინებს ჯგუფი სამომავლოდ);
|
აქტუალობა
|
გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ვირტუალურად იმოგზაურონ. ღირებული და საინტერესოა თვალსაწიერის გაფართოებისათვის.
|
წინარე ცოდნა
|
იცნობენ სხვადასხვა ტიპის არქიტექტურულ ნაგებობებს.
|
აქტივობები
|
მეთოდი
|
მოსწავლის
ორგანიზება
|
დრო
|
რესურსი
|
შედეგი
|
|||
I ფაზა
|
|
|
|
|
|
|||
აქტივობა1. მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზნებსა და შეფსებისა რუბრიკებს ,რომელიც დაფაზე აქვს გაკრული . უხსნის, თუ რა აქტივობების შესრულება მოუწევთ გაკვეთილზე და რის მიხედვით შეფასდებიან.
|
დემონსტრირება, ახსნა.
|
მთელ კლასთან
|
2 წთ
|
ფლიფჩარტზე ჩამოწერილი გაკვეთილის მიზნები,შეფასების რუბრიკები.
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ
გაკვეთილის მიზანი ,შეფასების რუბრიკები.
|
|||
აქტივობა 2. ,,ამოიცანი“
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ელექტრონულ რესურსს,რომელიც გამზადებულია პროგრამა ,,GEOMETRIZE ‘’-ში. მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ ნაგებობები და დაასახელონ მათი დანიშნულება.მაგ.პირამიდა,კოშკი,ხიდი.მუზეუმი.
|
ნახე და ამოიცანი
|
მთელ კლასთან
|
5 წთ
|
ელ.რესურსი
კომპიუტერი,
პროექტორი
|
გააქტიურდება წინარე ცოდნა,ხელი შეეწყობა მოსწავლეთა მოტივირებას .
|
|||
აქტივობა 3. საუბარი-ინფორმაციის გაცნობა
მასწავლებელი მოსწავლეებს ინფორმაციას აცნობს იმის შესახებ ,თუ როდის,რომელ ეპოქაში ჩამოყალიბდა მუზეუმი
დღევანდელი სახით,როგორ იქმნებოდა,როგორ იცავენ ექსპონატებს? უყვება მუზეუმების დანიშნულებაზე ,უსაფრთხოებაზე,თანამედროვე ტექნიკურ აღჭურვილობაზე.და ა.შ.
|
ახსნა-განმარტება
|
მთელ კლასთან
|
5 წთ
|
მასწავლებლის ვერბალური ახსნა
|
წარმოდგენა შეექმნებათ ახალ მასალაზე
|
|||
II ფაზა
|
|
|
|
|
|
|||
აქტივობა 4. ,,მოგზაურები“
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს სამ ჯგუფად.უთითებს საიტს Google Arts
და შემდეგ მუზეუმს,კერძოდ,პარიზის ,,ორსეს’’.აძლევს ინსტრუქციას,რომ მოუწევთ ვირტუალური მოგზაურობა პარიზში მუზეუმ ,,ორსე“-ს დასათვალიერებლად.თითოეულმა ჯგუფმა უნდა შეაგროვოს ინფორმაცია მასწავლებლის მიერ წინასწარ
მიწოდებული კითხვარის მიხედვით.ჯგუფებს დავალება ეძლევათ ,,ჯიქსოუ“-ს მეთოდით.დავალება იყოფა ნაწილებად.თითოეულს მოუწევს დავალების ერთ ნაწილზე მუშაობა. მუზეუმის დათვალიერების დროს წერილობით უნდა დაფიქსირონ ის დეტალები,რაც მათ ფუნქციაში შედის(ინტერიერის დიზაინი,ექსპონატის
ტიპი,დანიშნულება,უსაფრთხოება,უცნაურობა,ყველაზე მნიშვნელოვანი .შეაფასონ,რა როლს თამაშობს კონკრეტული მუზეუმი ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაში ) .
დროის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეები ემზადებიან
პრეზენტაციისათვის.
თითოეული ჯგუფი წარადგენს დავალებას.მოსწავლეები გააკეთებენ ურთიერთშეფასებას. მასწავლებელი აფასებს თითოეულ მონაწილეს განმავითარებელი კომენტარით.
|
ჯიქსოუ
|
ჯგუფური
|
25
წთ
|
კომპიუტერი
|
მოიძიებენ, გაიაზრებენ ,დააფერენცირებენ და წარმოაჩენენ ინფორმაციას.
|
|||
III ფაზა
|
|
|
|
|
|
|||
მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს ფლიფჩარტზე გამზადებულ შეფასების ინსტრუმენტს,რის მიხედვითაც არკვევს, თუ რა ცოდნა,უნარები მიიღეს მოსწავლეებმა გაკვეთილიდან და რა განწყობა-დამოკიდებულებები განუვუთარდათ.მასწავლებელი კითხვებს სვამს და მოსწავლეთა პასუხებს წერს შესაბამის ადგილებში. საშინაო დავალება-მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს ნახონ დოკუმენტური ფილმი მუზეუმის ისტორიაზე და მომდევნო გაკვეთილზე შთაბეჭდილებები გაუზიარონ ერთმანეთს.
|
შეფასება
|
ინდ.
|
6 წთ
2 წთ.
|
ფლიფჩარტი,
მარკერი
|
მოსწავლეები გაიაზრებენ საკუთარ სწავლის პროცესს.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კომპონენტი
|
დიახ
|
არა
|
ზოგჯერ
|
შენიშვნები
|
სამუშაო პროცესში ყველა მონაწილეობდა
|
|
|
|
|
ჯგუფის თითოეული წევრი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა
დავალებას
|
|
|
|
|
პასუხები
ჯგუფში
თემას არ გასცილებია
|
|
|
|
|
ჯგუფის წევრები თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან
|
|
|
|
|
შეძლეს ინფორმაციის მოძიება და დახარისხება
|
|
|
|
|
ნამუშევრების წარდგენისას გამოავლინეს პრეზენტაციის
უნარი
|
|
|
|
|
გაკვეთილის
რეფლექსია
კლასი-VII
საგანი-ხელოვნება
პედაგოგი-ირინე
ყალიჩავა
კონკრეტული გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს
ვირტუალურად ემოგზაურათ მასწავლებლის მიერ მითითებულ მუზეუმში .მოეძიათ ინფორმაცია
ინსტრუქციის მიხედვით ,დაეხარისხებინათ და გაეაზრებინათ რა როლი უკავია მუზეუმს ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაში.
A ფაზაში მოსწავლეებს
ვუჩვენე ელექტრონული რესურსი,რომელიც მომზადებული იყო პროგრამა ,,GEOMETRIZE ‘’-ში.
მოსწავლეებს უნდა ამოეცნოთ ნაგებობები და დაესახელებინათ
მათი დანიშნულება. აღნიშნული რესურსით მოვახერხე მოსწავლეთა გამოწვევა . გახალისდნენ,გაიზარდა
მათი დაინტერესება და ჩართულობა .
მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ ,თუ როდის,რომელ ეპოქაში ჩამოყალიბდა მუზეუმი დღევანდელი სახით.როგორ იქმნებოდა და როგორ იცავენ ექსპონატებს? ვესაუბრე მუზეუმების
დანიშნულებაზე
,უსაფრთხოებაზე,თანამედროვე ტექნიკურ აღჭურვილობაზე.და ა.შ.
წვდომის ფაზაში მივუთითე
საიტი
Google Arts and culture და
შემდეგ
მუზეუმი,კერძოდ,პარიზის ,,ორსე’’.ავუხსენი,რომ მოუწევდათ ვირტუალური მოგზაურობა პარიზში მუზეუმ ,,ორსე“-ს დასათვალიერებლად.თითოეულ ჯგუფს უნდა შეეგროვებინა ინფორმაცია მასწავლებლის მიერ წინასწარ მიწოდებული კითხვარის მიხედვით. მუზეუმის დათვალიერების დროს წერილობით უნდა დაეფიქსირებინათ ის დეტალები,რაც მათ ფუნქციაში შედიოდა(ინტერიერის დიზაინი,ექსპონატის ტიპი,დანიშნულება,უსაფრთხოება,უცნაურობა,ყველაზე მნიშვნელოვანი .შეეფასებინათ,რა როლს თამაშობს კონკრეტული მუზეუმი ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაში ) .
მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ
აღნიშნულ აქტივობაში. მათთვის სიახლე იყო Google Arts and culture.ემოციებს ვერ მალავდნენ.ცდილობდნენ
კარგად დაეთვალიერებინათ და მაქსიმალურად გაემახვილებინათ ყურადღება ყველა დეტალზე
. გზადაგზა კომენტარებს აკეთებდნენ/,,მაგარია ,მასწავლებელო’’! ,,მალე მსოფლიოს მუზეუმებს შემოვივლით’’, ,,დამილინკავთ მასწავლებელო’’!/. პრეზენტაციაც საინტერესოდ
წარიმართა.ყურადღებით უსმენდნენ გამომსვლელებს. აინტერესებდათ,თვითონ ხომ არ გამორჩათ
რამე ან განსხვავებული რა ექნებოდათ,რა მიიჩნიეს ყველაზე მნიშვნელოვნად და ა.შ.
რეფლექსიის ფაზაზე მოსწავლეებთან ერთად კითხვების
დასმით დავაკონკრეტეთ ,თუ რა ცოდნა , უნარები
და განწყობილება მიჰქონდათ კლასიდან. რა დაამახსოვრდებოდათ კლასის დატოვების
შემდეგ.
ვთვლი ,რომ აღნიშნული რესურსი ძალიან დამეხმარა
მიზნის მიღწევაში.მოსწავლეებმა შეძლეს დამოუკიდებლად,ვიზუალურად მუზეუმის დათვალიერება.
იყო ინტერესი,ხალისი,მონდომება ,რამაც კარგი გავლენა იქონია დავალებების შესრულების
ხარისხზეც. გაკვეთილზე გეგმის მოდიფიცირება არ დამჭირვებია.
No comments:
Post a Comment